Posts

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო:  "დრო" ამ ტრენინგზე გავეცანი პროექტებით სწავლებას ელექტრონული წიგნის გამოყენებით.გავიგე როგორ უნდა შევადგინო პროექტის გეგმა,როგორ უნდა ჩავრთო მასში მოსწავლეები, როგორ უნდა გავუწიო ფასილიტაცია მათ,რათა განუვითარდეთ 21 ე  საუკუნის უნარ-ჩვევები:ინფორმაციის მოძიება,მონაცემთა დახარისხება,შედარება, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება,პრეზენტაციის გაკეთება,თანამშრომლობის უნარის განვითარება.

VIII დღე

რეფლექსია: გავიარე მოდული 7:ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.გავიგე თუ როგორ უნდა დავსვა კითხვები მოსწავლეთა  ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის.გავიგე როგორ დავგეგმო პროცედურები და როგორ ჩავაშენო შეკითხვები. ელექტრონულ ფორმატში შევქმენი რესურსი ფასილიტაციისთვის,მანამდე კი გავეცანი სხვადასხვა პროექტების ფასილიტაციის ნიმუშებს.

VII დღე

რეფლექსია: ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებლად მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი,კერძოდ შევქმენი ისეთი სავარჯიშო, რომლითაც მოსწავლე უფრო მეტად ჩაუღრმავდება ფაქტობრივ ცოდნას.

მეექვსე დღე

ეს მოდული დამეხმარა გავცნობოდი მოსწავლეთა სავარაუდო  ნაშრომის შეფასების ინსტრუმენტების შექმნას,მივიღე ჩეკლისტის შექმნის გამოცდილება,გავეცანი მეწყვილის ბლოგს და მივეცი უკუკავშირი,გავაკეთე შეფასების მოკლე მონახაზი პროექტის გეგმის შაბლონში.მადლობას გიხდით ნაყოფიერი სამუშაო დღისთვის.

მეხუთე დღე

.მესამე და მეოთხე მოდულის რეფლექსია ეს მოდული დამეხმარა გავცნობოდი ინფორმაციას საავტორო უფლებების შესახებ,თუ როგორ უნდა შევავსოთ გამოყენებული ლიტერატურა,როგორ გამოვიყენო                       ინტერნეტი კვლევისთვის,ვისწავლეთ პრეზენტაციის დადება ბლოგზე,ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომის ნიმუშის შექმნაზე.რუბრიკის გამოყენებით მივეცი უკუკავშირი კოლეგას,ინტერნეტის გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ ერთმანეთის ბლოგების შეფასებას.

IV დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომლებიც მოიცავს ზოგად თემატურ და შინაარსობლივ ნაწილს. განვიხილეთ განმავითარებელი შეფასების 5 სტრატეგია და ვისწავლეთ მისი გამოყენება პროექტის დასაწყისში, პროექტის მსვლელობისას და პროექტის დასრულებისას.(მეთოდი -შეფასების ინსტრუმენტი).

III დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების გამოყენება გარკვეული თვალსაზრისით.ვისწავლე თუ როგორ უნდა ჩამომეყალიბებინა მიზნები თემიდან გამომდინარე ,21 საუკუნის უნარ ჩვევების გათვალისწინებით და ბლუმის ტაქსონომიის ზმნების დახმარებით.ეს ყველაფერი კი დამეხმარება შესაბამისი აქტივობების შერჩევაში.